ოზურგეთის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და მათ ძირითადი მოხმარების პროდუქტები სახლებში მიუტანეს

“ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო თანამოქალაქეების დახმარებას განაგრძობს.

კერძო სექტორის, კომპანია “შილდა”-ს და ფონდის “ქართული გალობა” მხარდაჭერით, საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ და ბიუროს უფროსმა ლაშა ჭელიძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად ოზურგეთის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და მათ ძირითადი მოხმარების პროდუქტები სახლებში მიუტანეს.

კერძო სექტორის მხარადჭერით, პირველადი მოხმარების პროდუქტები სოციალური პრობლემების მქონე 200 ოჯახს გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად