ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

“გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი.

შესაბამის სამსახურებთან ერთად, მე და ნინო წილოსანი ჩართულები ვართ სტიქიის წინააღმდეგ კოორდინაციაში.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. დილიდან, სამუშაოებში საჭიროებისამებრ ჩაერთვება ვერტმფრენიც” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად