ოზურგეთის, სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები საზეიმოდ გააცილეს

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები ნანული დარჩია, გიორგი ნიკოლაიშვილი, ნანული ბაჯელიძე, ზინა არობელიძე და ნაილი ბურჯალიანი საზეიმოდ გააცილეს. მათ პატივსაცემად საჯარო სკოლაში მოსწავლეების და მასწავლებლების მონაწილეობით, სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა.

ღონისძიებას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.

ქეთევან მოისწრაფეშვილმა პედაგოგებს სიტყვით მიმართა და საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად