ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში “ნაცმოძრაობას” ცოცხით დახვდნენ

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები თბილისში გასამართ აქციაში გაემგზავრნენ.

“ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, აქციაზე 100 ადამიანი გაემგზავრა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესო ქათამაძის ინფორმაციით 300 ადამიანი.

“ნაცმოძრაობის“ წევრები, რომელიც საკრებულოში ვართ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დავესწრებით და შემდეგ შევუერთდებით აქციას. ეს აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამდე ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არ დატოვებს მმართველობას.“ -აღნიშნა ბესო ქათამაძემ ჩვენთან საუბრის დროს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ერთ-ერთი მოქალაქე ნინო ჯიჭკარიანი ცოცხით დახვდა.

“ეს არის თქვენი სახე და მთავრობა, შენობიდან დროზე გადით და აცადეთ ხალხს მუშაობა.“ – უთხრა ნაციონალებს ნინო ჯიშკარიანმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესო ქათამაძის თქმით, ეს ადამიანი ა.(ა).ი.პ-სში ყავს დასაქმებული ხელისუფლებას და მისგან მსგავსი ქმედება მოსალოდნელი იყო.
თქვენ ახლა სამსახურში უნდა იყო და არა აქ. ფულს ამაში გიხდიან? მიპასუხეთ, რაში გიხდიან ხელფასს?“ – ეუბნებოდა ჯიშკარიანს ქათამაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად