ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შშმ პირებს სამედიცინო ეტლები გადასცა

მსოფლიოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს სამედიცინო ეტლები პირადად გადასცეს.

აღნიშნული დახმარება, საერთაშორისო ასოციაციის ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ პროექტის ფარგლებში, ასოციაციის პრეზიდენტის, მაია კვეზერელი-კოპაძის უშუალო ძალისხმევით, მუნიციპალიტეტის ოთხ მცხოვრებს გაეწია. სამედიცინო სავარძლები, ამ ეტაპზე, სოფელ ნაგომარში, ნატანებსა და გურიანთაში დარიგდა. 

სპეციალურად ამ დღისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. კონცერტს გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე ესწრებოდნენ.

ბენეფიციარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად საახალწლო ნაძვისხის აწყობაში მიიღეს მონაწილეობა.
„დღეს მთელს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ეს დღე ყველას გვახსენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ცნება პირობითია. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოთხ პირს ასოციაციის “ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ უშუალო მონაწილეობით სამედიცინო ეტლები გადაეცა.“ – მერაბ ჭანუყვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად