ოზურგეთის მერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ცენტრს ესტუმრა

3 დეკემბერს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“-ს სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა.

ქალაქის მერი ბენეფიციართა კონცერტს დაესწრო და ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის ხე და სათამაშოები გადასცა.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან ადრე უფრო ხშირად გსტუმრობდით. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და უდროობის გამო ხშირად ვეღარ ვახერხებ თქვენთან სტუმრობას. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი გამიგებთ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გითხრათ, რომ ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის გათვალისწინებული გვაქვს ადაპტირებული გარემოს შექმნა. როცა თქვენ გიყურებთ, ვრწმუნდები, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და ამ სტერეოტიპის დამსხვრევას თქვენ ძალიან კარგად ახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ასოციაცია ქალაქის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება, პირადად მე არანაირ ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩვენგან მაქსიმალური ყურადღება და მხარდაჭერა გქონდეთ. “ – აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად