“ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. 

კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელზეც პარლამენტში გეგმავს მუშაობას.

"ყოველი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ქალაქის ტერიტორიაზე გამოირჩევა მაღალი ინტერესით, არის ძალიან პროდუქტიული, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებით ემოციური ჩემთვის, რადგან მე შევხვდი ჩემი უბნის მოსახლეობას.

მე აქ დავიბადე და გავიზარდე. მიხარია, რომ ამ ადამიანებისაგან მოდის განსაკუთრებული სითბო და მხარდაჭერა “- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...