“ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი: ზესტაფონს ეყოლება მეურვე მერი

ზესტაფონის მერის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” არჩევანი №7 საარჩევნო უბანზე გააკეთა. გიორგი გოგლიჩიძის განცხა დებით, ხმა ზესტაფონის მომავალს მისცა. გოგლიჩიძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

“ხმა მივეცი ზესტაფონის მომავალს და ჯანსაღ გარემოს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ზესტაფონის განვითარებას და კეთილდღეობას. მე მჯერა მათი და მჯერა გამარჯვების. დღეს 19 მაისს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აკეთებს არჩევანს. ზესტაფონს ჭირდება მეურვე და და ეყოლება მეურვე მერი, რომელიც იზრუნებს იმ პროექტების დასრულებაზე, რომელიც წელს დაგეგმილია. მჯერა მომრჩევლის, რომ მშვიდ გარემოში ჩაივლის არჩევნები”,-განაცხადა გიორგი გიგლიჩიძემ.

მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და გაზიფიცირებაა. ასევე უნდა მოეწყოს თანამედროვე კლინიკა. მერობის კანდიდატის თქმით, მისი ყველა დაპირება გამარჯვების შემთხვევაში შესრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...