“ოცნების ქალაქში” 38-მილიონიან პროექტს კომპანია “დაგი” განახორციელებს

ე. წ. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე 38 მილიონიანი ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა.

„გამოცხადებული იყო ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ითვალისწინებდა, ე. წ. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას, რომელშიც განთავსდება 582 ბინა. სატენდერო პროცედურები დასრულებულია.

ტენდერის პირობების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული, ეს არის კომპანია „დაგი“, რომელტანაც მოეწერა ხელშეკრულებას ხელი და კომპანიამ უკვე დაიწყო მშენებლობის მოსამზადებელი სამუსაოები“,-განაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავამ.

სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდია. „დაგი“ ხელშეკრულების ფარგლებში სამ კორპუსს ააშენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად