„ოცნების“ ოფისთან, აქციაზე 12 პირი დააკავეს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები “ოცნების” წარმომადგენლებს შენაბაში შეძახილებით აცილებდნენ. რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა, რის შემდეგაც პოლიციამ ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანი დააკავა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...