“ოცნების” ოფისში ივანიშვილის მონაწილეობით შეხვედრაა, პარალელურად კი “სირცხვილია” აქციას მართავს

“ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს, რაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრას უკავშირდება. პარალელურად კი “ოცნების” ოფისთან “სირცვილია”-ს აქცია მიმდინარეობს. 

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი უძღვება, შეხვედრაზე იმყოფება კახა კალაძეც.

შეგახსენებთ, უკვე ორჯერ გადაიდო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა, რაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას უკავშირდება. რისი მიზეზიც ის გახდა, რომ რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა ღიად გამოხატა პროტესტი ამ პროცესის მიმართ და თქვეს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მაგალითად, ასეთი პოზიცია ღიად გამოხატეს კახა ოქრიაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, დაჩი ბერაიამ და ირაკლი შიოლაშვილმა. დეპუტატების თქმით, მათ პოზიციაზეა 30-მდე დეპუტატი. საკონსტიტუციო ცვლილებებს კი 113 ხმაა საჭირო.

თუ პროექტი ჩავარდა აქციებით იმუქრება ოპოზიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად