“ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ალასანიას ყოფილი თანაპარტიელი ზურაბ აბაშიძეა

“ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაპარტიელი ზურაბ აბაშიძეა, რომელმაც “თავისუფალი დემოკრატები” სხვა ლიდერებთან ერთად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

პარტიული პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ მან დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლა და ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო. ის 2012 წლამდე თბილისის საკრებულოს წევრი იყო “თავისუფალი დემოკრატების” სიით.

“მთაწმინდაზე ჩვენს გუნდს წარმოადგენს ზურაბ აბაშიძე. მას ზურგს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება უმაგრებს. ის არის დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის ყოფილი წევრი. დღემდე, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. რაც მთავარია, ზუსტად იცის საკუთარი რაიონისა და დედაქალაქის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. დარწმუნებული ვარ, საკრებულოში, ჩვენი გუნდისთვის ის უდიდესი შენაძენი იქნება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას”, – განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები
იტვირთება...