“ოცნების” ლიდერები სოფელ კვარხეთში სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით გაშენებულ ვაშლის ბაღში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სოფელ კვარხეთში, ვაშლის ბაღი – „ტირიფონის ბაღები“ დაათვალიერეს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით გაშენდა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კომპანიის დირექტორმა ზურაბ გოჯიაშვილმა „ტირიფონის ბაღების“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კომპანია ქართველ მევაშლეთა შორის ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც GlobalGAP სერტიფიკატს ფლობს.

„ტირიფონის ბაღები“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 7 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 5 მილიონ ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანიაში მუდმივად 20-მდე თანამშრომელი, სეზონურად კი 50-მდე დასაქმებულია.

2019 წელს, კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების პროგრამის დახმარებით, დაიწყო 1000 ტონაზე გათვლილი თანამედროვე სამაცივრე საცავის მშენებლობა, რომლის საპროექტო ღირებულება 2,1 მილიონ ლარს შეადგენს და რომლის დასრულებაც სექტემბერში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად