“ოცნების” ლიდერები ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.

მმართველი გუნდის ლიდერებმა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე საფუტკრე მეურნეობა „თაფლიკაცი“ დაათვალიერეს, რომელიც ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს და თაფლს აწარმოებს. სტუმრებს მონასტერში ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდის პარტია ფოტ0ომასალასთან ერთად ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად