“ოცნების” კანდიდატმა, ცოტნე ანანიძემ ქობულეთში, კონკურენტს არჩევნებში 22 ხმით მოუგო

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უმაღლეს საბჭოში, ცოტნე ანანიძემ ქობულეთში, კონკურენტს არჩევნებში 50%+ 22 ხმით მოუგო. ამ დრომდე, ანანიძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 50% იყო. 0.5%, ანუ 22 ხმა, ცოტნე ანანიძეს, საჩივრების განხილვისა და ოქმების დაზუსტების შემდეგ ერგო.

უსკოს მიერ, ბოლოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

მონაცემებს აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშიას’’ კანდიდატი, რომელმაც უსკოს მონაცემებით, ხმების 36.6% აიღო. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ხმების გადანაწილებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების გამოძახილია.

„ბიძინა ივანიშვილი, კონსტიტუციური სივრციდან საერთოდ გასულია. ყველ;აფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოპაროს ქართველ ხალხს არჩევანი. არ მიკვირს, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალ-ახალ ტრიუკებს აჩვენებს საზოგადოებას. ამიტომაც, საერთოდ არ მიკვირს, რომ ციფრს, რომელსაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი და დაავალებს კომისიას იმას დაწერენ. ჩვენ, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი“,-აცხადებს, ელგუჯა ბაგრატიონი.

ოპოზიციის ბრალდებებს, აბსურდულს უწოდებს ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ამბობს, რომ არჩევნების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
„გამარჯვების მოლოდინი იყო. მეორე ტურიც რომ გამართულიყო, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებდით, რადგან ამომრცეველმა სწორად შეაფასა ის მოცემულობა, რაც არსებობდა ჩვენს საარჩევნო ოლქში. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს არცევნები შეაფასა, როგორც სამართლიანი, შესაბამისად, ოპოზიცია თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მათი შფასების საგანი“,-აცხადებს, ცოტნე ანანიძე.

ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე განმარტავს, რომ ცოტნე ანანიძის შემთხვევაში, კომისიის მდივნის მხრიდან დაშვებულ იქნა შეცდომა, კონკრეტულად ოქმის შედგენის დროს.

„როდესაც მდივანი ავსებდა ოქმს, იქ იყო რიგითი ნომერი-55 , რომელიც მექანიკურად გადაიტანა შემაჯამებელი ოქმის გრაფაში. რაზეც უბანმა დაწერა ახსნა-განმარტება და გაკეთდა შესწორების ოქმი, რომელშიც ნაცვლად 55-ისა, ჩაიწერა-11.
რაც შეეხება მე-10 უბანს, „ქართული ოცნებიდან“ იყო შემოსული საჩივარი. იცით, რომ აჭარაში, ოთხი ოქმი იწერება, აქედან სამ ოქმში ამ უბნიდან ლიდერობდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მეოთხე ოქმში კი, ოცნების კანდიდატის ხმები მიაწერეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს“,-განმარტავს, გელა ხახნელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად