“ოცნების” დეპუტატი მთავრობას: შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელეთ ეფექტური ღონისძიებები!

ამის შესახებ პარლამენტის პლენარუსლ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ერქვანია განაცხადა.

“სამწუხაროდ ხელისუფლება ვერ აფასებს იმ მძიმე შედეგებს რაც შეიძლება მოყვეს ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებას, რათ გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები თუ ქართველები აღარ ვიქნებით, მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად, უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები გამკაცრდეს ემიგრაცია, მამათმავლობის და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ორსულ ქალებს და მრავალშვილიან ოჯახებს, მივმართავ მთავრობას შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა”- განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად