“ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატი: ერთად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ჩვენს ქალაქზე ზრუნვას – მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელის პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ” 2021 წლის თითმმართველობის არჩევნებში კვლავ ბათუმის მერობის კანდიდატად წარადგინა, მზარდამჭერებს სოციალური ქსელით მიმართავს.

“დიდი პატივია, იყო ბათუმის მერობის კანდიდატი. ქალაქის, რომელმაც ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების მთელ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, რომ ვემსახურო მშობლიურ ქალაქს. ძალიან ბევრი საქმე და პროექტი გვაქვს ერთად გასაკეთებელი ბათუმის განვითარებისა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.
მჯერა, ერთად გავიმარჯვებთ და ერთად განვაგრძობთ ჩვენს ქალაქზე ზრუნვას. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.”

კომენტარები
იტვირთება...