“ოცნების” აჭარის რეგიონალურ ორგანიზაცია თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

“დაფუძნდა აჭარის პარტიული რეგიონალური ორგანიზაცია , რომლის თავჯდომარედაც წარვადგინეთ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე”- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ეს ყველაფერი უნდა გაფორმდეს საბოლოოდ ყრილობაზე , რომელსაც ჩვენ გაზაფხულზე ვგეგმავთ .გარდა ამის საუბარი გვქონდა და ესეც ამას ეძღვნებოდა რეგიონალური ორგანიზაციის დაფუძნებას , რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის , რომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა. არჩევნებზე აქტიურდებოდა მხოლოდ, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ და ყველა დრო არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან .ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ , რომ უკვე აქტივი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან , საკრებულოებიდან , პარლამენტიდან გასულია რეგიონებში, მაღალ მთიან რეგიონებში . სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით .მაქსიმალური რაოდენობაა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან თუ პარლამენტიდან თუ საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას , ჩვენ მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...