„ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მერობის კანდიდატად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა

ავთანდილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი დირექტორია. მან თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში დატოვა.

ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოცნების” მერობის 63 კანდიდატი წარადგინა  (სია)

კომენტარები
იტვირთება...