„ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის კანდიდატად წარადგინეს.

იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერეს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრის თანამდებობას მეორედ დაიკავებს.

ამ პოზიციაზე იგი 2013-15 წლებში მუშაობდა. 2019 წლამდე ის კერძო სექტორში საქმიანობდა, პოლიტიკას კი 2019 წლიდან დაუბრუნდა და თავდაცვის მინისტრად,ასევე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა.ი

ირაკლი ღარიბაშვილი 2012-2013 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.ის არის ქართული ოცნების დამფუძნებელი.

“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე”, – ამის შესახებ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ცნობისთვის, დღეს დილით  შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს

რის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შსს ნიკა მელიას: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით

მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.

შეგახსენებთ, გუშინ 6 საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

გუშინ, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...