“ოცნება”: ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა

“დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” სოციალურ ქსელში წერს.

“ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი – ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა! ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, უახლოეს მომავალში აქ პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება” – ნათქვამია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად