„ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ მერობის კანდიდატებზე დღეს იმსჯელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“12:00 საათზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს, ხოლო 13:00 საათზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე უკვე წარადგინა.

თვითმმართველობის არჩვენები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები
იტვირთება...