“ოცნება” ყოველ არჩევნებზე რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს” – ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა

ბუკნარში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბესიკ ქათამაძემ, პოლიციის შენობა დატოვა. იგი სამართალდაცავებმა პოლიციის განყოფილებაში, მასშემდეგ გადაიყვანეს, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ის და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ქათამაძის თქმით, გამოკითხვა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი ბუკნარში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში, ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებს.

“რელურად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოკითხვა უკვე 7 საათია , ვერ იღებდნენ ასე რომ ვთქვათ გადაწყვეტილებას ჩემს მიცემულ ჩვენებაზე, რადგან არ უნდოდათ რომ ჩიგოგიძემ რა დაზიანებაც მომაყენა ის დაზიანება ყოფილიყო ოქმში აღწერილი. შესაბამისად დაველოდე ბოლომდე და რაც დააშავა ჩიგოგიძემ ის ყველაფერი აღვწერე ოქმში. რეალურად ეს პრობლემა რაც წარმოიშვა ბუკნარში, ეს არის ჩიგოგიძის დამსახურება და მისი პასუხისმგებლობა და მას მოვთხოვე დღეს , რომ მოეხადა ბუკნარელი მოსახლეობისთვის ბოდიში და მთელი საქართველოსთვის. ადამიანი, რომელიც კენჭს იყრის არ უნდა იკადრო უკადრებელი. მისი მეზობელი ეს ქრისტიანი იქნება თუ მუსლიმი არ უნდა გადაიკიდო მტრად იმის გამო, რომ შენ მიიღო დამატებით ორი ხმა. ეს იყო ჩემი იქ მისვლის მიზეზი.

2012 წლიდან მოყოლებული ,,ქართული ოცნება”ყოველ არჩევნებზე რელიგიული გრძნობებით მანიპულირებენ ამომრჩევლებზე, პირდებიან გაუგონარ რაღაცეებს, რათა მიიღონ ხმები და შემდეგ ეს ადამიენები შეატოვონ ერთმანეთს, რომ მოხდეს დაპირისპირება. ესეთი ფაქტი იყო ის რაც განვითარდა სოფელ ბუკნარში,”- განაცხადა ბესო ქათამაძემ.

აღნიშნულ ბრალდებებს, მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ბუკნარელი მოსახლეობისათვის მეჩეთის მშენებლობის შესახებ დაპირება არ მიუცია.

შეგახსენებთ,ბუკნარში, მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მონაწილეების განაცხადებით, ის რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად