“ოცნება” 26%, “ენმ” 22% – IRI-ის პარტიების რეიტინგის ამსახველი გამოკითხვის შედეგები ცნობილია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 15 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდნენ ხმას, მონაცემები ასე გადანაწილდა:

მოსახლეობის 26% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 22% – ენმ/გაერთიანებულ ოპოზიციას,

7% – ევროპულ საქართველოს/თავისუფალი დემოკრატებს,

5% – პატრიოტთა ალიანსს

5% – ლეიბორიტულ პარტიას.

სხვა პარტიების მონაცემები, გამოკითხვის შედეგების, მიხედვით 2%-ს არ სცდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად