ოთო ნემსაძე “ევროვიზიის” ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. დღევანდელი შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველმა არხმა განახორციელა.

ევროვიზიის  კონკურსზე საქართველოს სახელით მომღერალი ოთო ნემსაძე წარსდგა.

ოთო მეთერთმეტე მონაწილე იყო პირველ ტურში  და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა.

გამოსვლის სასცენო დადგმა საქართველოს პირველი არხის რეჟისორს, ირაკლი გოქაძეს და გრაფიკოს ლევან ლორთქიფანიძეს ეკუთვნით.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალი – 18 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი კვლავ საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...