ოთო კახიძე: რურუას გათავისუფლების გარეშე არ დავუჭერთ მხარს მომდევნო მოსმენებზე კანონპროექტს

გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ევროპული საქართველო მომდევნო მოსმენებზე მხარს არ დავუჭერთ კანონპროექტს”-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

” 120-30 საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციის ცვლილება გავიდა პირველი მოსმენით, კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა კიდევ ორი მოსმენით კენჭისყრა.

ევროპულმა საქართველომ სრულად დავუჭირეთ მხარი კანონპროექტს, რითაც ხელისუფლებას მივეცით დამატებითი დრო – შემდეგ მოსმენებამდე ბოლომდე შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან გიორგი რურუა.

ჩვენ კვლავ ვიცავთ 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს – 1) პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და 2) საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

შესაბამისად, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ევროპული საქართველო მომდევნო მოსმენებზე მხარს არ დავუჭერთ კანონპროექტს.

ახლა ბურთი ივანიშვილის მოედანზეა, მორიგ ჯერზე გადააგდებს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, თუ მოეგება გონს და შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ჩვენ, ევროპული საქართველო ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. ✌️🇬🇪

თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას!”-წერს ოთო კახიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად