ოთო კახიძე: ღარიბაშვილის არის ყეყეჩი, არავინ პატივს არ სცემს

ღარიბაშვილი არის ბიძინას მონა (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით), ბნელი, რუსეთუმე,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს

ოთო კახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნა ქვეყნისთვის კრახია.

” ღარიბაშვილი არის ბიძინას მონა (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით), ბნელი, რუსეთუმე, ასავალ-დასავალის ფავორიტი, წამების კადრები რომ ბავშვებს აყურებინა – მაგ დონის, უფრო სწორად – უდონო კაცი.

თან კორუმპირებული, თან ყეყეჩი, თან – არავინ პატივს რომ არ სცემს, ისეთი, მოკლედ, ეგ შს მინისტრად იქნება სრული კრახი.

გახარიას დაწინაურება ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებისთვის თვალების დათხრის შემდეგ – საზოგადოების მასხრად აგდება და ბოლომდე გამოწვევა იქნება, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართულ ოცნებას და პირადად ივანიშვილს ძალიან ცუდ მომავალს უქადის. ნუ – არსებული სცენარებიდან ალბათ ყველაზე უარესს.

ვნახოთ, გაბედავს თუ არა ივანიშვილი ხალხის წინააღმდეგ ღიად წასვლას.”-წერს ოთო კახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე დღეს 15:00 საათზე გააკეთებს განცხადებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად