ოთო კახიძე: გასაღები ბიძინა ივანიშვილის ხელშია მან უნდა შეასრულოს საკვანძო პირობა

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გიორგი რურუას გაათავისუფლებს, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ზავს დადებენ ხელისუფლებასთან.

“დაველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას. თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას მხარს დავუჭერთ აუცილებლად და გაფორმდება შეთანხმება. გასაღები ბიძინა ივანიშვილის ხელშია მან უნდა შეასრულოს საკვანძო პირობა, რომელიც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს. ჩვენ მხარს დავუჭერთ თუ ეს პირობა შესრულდება. მხარის დაჭერა კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან ერთგვარ ზავს დავდებთ და ჩავებმებით საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ნორმალურად უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ “დღის კურიერის” ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად