ოთო კახიძე: 2011 წლის 26 მაისი იყო სამარცხვინო ფურცელი, მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღის აღლუმის ჩაშლას ცდილობდნენ

ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ, თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და ამისთვის იყვნენ კავშირზე ჩვენი მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან,- ასე გამოეხმუარა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს.

ოთო კახიძის შეფასებით, აქციის დაშლისას პოლიციამ ძალას გადაამეტა, რასაც სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა.

„ამავე დროს, აქციის დაშლას თან ახლდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, სამწუხაროდ, მთლიანობაში ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპნენ პოლიციელები და ასევე მოყვა ამ ყველაფერს მოქალაქეთა გარდაცვალება”-აცხადებს ოთო კახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად