ოთო კაკაბაძე: ორშაბათიდან ვარჯიში შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთო კაკაბაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივარს მის ტრავმასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

როგორც ფეხბურთელი წერს, ორშაბათიდან ვარჯიშს შეძელებს.

“მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ.მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე”, – წერს კაკაბაძე Facebook-ში. 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად