ოთო აბესაძე: ციხეში რომ ვიყავი, ოთო ჩრდილელი ჩემს ცოლს ატყუებდა, ოთოს ვალი მაქვსო და ყოველ თვე ფულს აძლევდა

“ერთი პრინციპი მაქვს და ასე გეტყვით: არ არის სწორი, როცა იმ ადამიანებზე, ვისთანაც საერთო წარსული გქონდა, გამოხვიდე და რაღაცები ილაპარაკო… არ მჩვევია ასეთი რამ… მირჩევნია ვისაუბრო მომავალზე და აწმყოზე. კიდევ ერთხელ ვიძახი, ფაქტია რომ ასე გადაწყდა, ძალიან კვალიფიციური პირი მემუშავებოდა მთელი თვე. ” – მერიის ყოფილი თანამშრომელი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ოთო აბესაძე “აიპრესთან” 2 წლიან დუმილს არღვევს და იმ ამბებს იხსენებს, რაც მას თავს გადახდა დაკავების დღიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთო აბესაძეს დანაშაული არ დაუმტკიცდა და ბრალდება – 339-ე მუხლი – საქმის განხილვის ეტაპზე გადაუკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულად, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ამის შემდეგ, მან საპატიმრო დატოვა.

ვრცელ ინტერვიუს ოთო აბესაძესთან დღეს შემოგთავაზებთ.

ოთო აბესაძე: 2017 წლის 11 ივლისის შემდეგ, როდესაც მე დამაკავეს მე და „ქართული ოცნება“, ერთობლიობაში, დასრულდა. ფაქტობრივად, მამლის ყივილამდე ძალიან ბევრმა უარმყო, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლეთანაც დღემდე მაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ბევრი კომპლიმენტი და მადლობა მინდა ვუთხრა მათ. თითზე ჩამოსათვლელად მყავს…

თქვით, მამლის ყივილამდე უარმყესო და ყველაზე მეტად ვისგან იყო ეს დამოკიდებულება საწყენი?

მოდი არ გამოვყოთ. არ შევდივარ არავისთან პოლემიკაში, დეტალებში. იყო ფაქტი, მე ყოველ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა რომ ვთვლიდი თავს ამ გუნდის ნაწილად, მეტიც ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მაქვს ჩემი მცირე წვლილი შეტანილი და აგური დადებული მათი ამ დარგის მშენებლობაში.  დავუშვათ, დავაშავე, წავედი. ჩემი ოჯახი იყო, შვილი მყავდა, ვინმეს ერთი ფოჩიანი კანფეტიც კი არ მიუტანია ჩემი შვილისთვის, 4-5 ადამიანის გარდა, რომელიც ეხმიანებოდა ჩემს ოჯახს და ეხმარებოდა.

პოლიტიკური მეგობრობა მირაჟი ყოფილა?

კიდევ ერთხელ ექსკლუზიურად გეტყვით თქვენ:  ერთი არაჩვეულებრივი ადამიანია, ოთო ჩრდილელი, მართლა მაგარი კაცი. რომელიც, ჩემს მეუღლეს თხოვდა შეხვედრას, ატყუებდა ოთოს ვალი მქონდა და გიბრუნებ ყოველ თვეო. ოთოს ჩაურიცხე ანგარიშზეო. მე რომ გამოვედი გარეთ, ჩემმა მეუღლემ დამახვედრა ფული. ეს რა ფულია-მეთქი?! ოთომ ვალი დაგუბრუნაო. გამოვშტერდი, რა ფული-მეთქი?! აი, ეს გააკეთა ოთო ჩრდილელმა… სთხოვდა შეხვედრას, ვითომ ამბის მოსაყოლად და აქეთ  უხდიდა ბოდიშს, არ მაქვს მეტი საშუალებაო, ვალს პირდაპირ ვერ გიბრუნებო. დეას მართლა ეგონა  ვალი ჰქონდა ოთოს ჩემი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად