ოთო აბესაძე საუკეთესო სტუდენტს რიგის ან გორლიცის უნივერსიტეტში სწავლას სრულად დაუფინანსებს

კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი ოთო აბესაძე, სტუდენტს, რომელსაც საუკეთესო მოსწრებისა და შეფასებითი მაჩვენებელი ექნება, რიგის ან გორლიცის უნივერსიტეტშის საზაფხულო სკოლას დაუფინანსებს.

“ჩემთვის ძალიან სიმბოლურია 15 იანვარი ❤ ამ დღეს თქვენი, მეგობრების და საზოგადოების ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი. მინდა ამ დღეს “სამაგიერო გადაგიხადოთ” და შემდეგი რამ გავაკეთო.

მოგეხსენებათ მაქვს სალექციო და კვლევითი კავშირები რიგისა და ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტებში უკვე 1 წელია.

შესაბამისად ამ ორი უნივერსიტეტიდან მიღებული შემოსავლით მზად ვარ საქართველოში სადაც ვკითხულობ ლექციებს 4 უნივერსიტეტში ჩემს საუკეთესო სტუდენტს, რომელსაც ექნება საუკეთესო მოსწრებისა და შეფასებითი მაჩვენებელი სრულიად დავუფინანსო 100% ით საზაფხულო სკოლა რიგის ან გორლიცის უნივერსიტეტში ❤🎓📈📉

დიდი მადლობა ყველას, ვისაც გჯეროდათ ჩემი ✌❤

ჩემს გამოცდილებას და რესურსს მოვახმარ მომავალ თაობას, რომელიც ძალიან მაგარ საქართველოს შექმნის ❤” – წერს ოთო აბესაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად