ოთო აბესაძე: სამაგიეროდ მე ხომ დამიჭირეთ, ჩამსვით, გამომაცხადეთ ხალხის მტრად და კორუფციის სიმბოლოდ

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთო აბესაძე , საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერი გიგი უგულავას და ირაკლი ოქურაშვილის შეწყალებაზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“არაუშავს მერე რა  სამაგიეროდ მე ხომ დამიჭირეთ, ჩამსვით, გამომაცხადეთ ხალხის მტრად და კორუფციის სიმბოლოდ  26 წლის ასაკში თავზე დამანგრიეთ ცხოვრება, დამეღუპა ბაბუა ინფაქტით, განუკურნებელი დაავადებით და 6 ციფრიანი მინუსიდან დავიწყე ცხოვრება თავიდან 

არადა უამრავი გეგმა მქონდა განათლების რეფორმის კუთხით  

პატივისცემით აწ ქრთამში და კორუფციაში გამართლებული, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და ციტაუ გიორლიცის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი, პროფესორი ო.აბესაძე ❤” – წერს ოთო აბესაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად