ოთხწლიანი რესტავრაციის შემდეგ, ბიგ-ბენის საათის ციფერბლატები საახალწლოდ გაიხსნება

ოთხწლიანი რესტავრაციის შემდეგ, ბიგ-ბენის საათის ციფერბლატები საახალწლოდ გაიხსნება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“ახალი წლისთვის შეძლებთ ნახოთ, როგორ დაიწყებენ მსოფლიოში ცნობილი საათები ათვლას“, – განაცხადა რესტავრაციის პროექტის ხელმძღვანელმა ნიკ სტერჯმა.

წლების განმავლობაში, ასობით ხელოსანი ციფერბლატების რესტავრაციაზე მუშაობდა. ეს ყველაზე მასშტაბური სამუშაოები იყო, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო 1859 წელს აშენდა.

რესტავრაცია ციფერბლატებზე ყველა შუშის პანელის შეცვლას მოიცავს. ისრები, ნომრები და სხვა დეტალები ლურჯი ფერით ხელახლა შეღებეს. პროექტის ღირებულებამ 79,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

კომენტარები
იტვირთება...