ოთხმეზური: მეუფე პეტრე არის “ნაციონალი”, სააკაშვილის სურათი ეკიდა, მთელი ცხოვრება ახალაიების მეხოტბე იყო

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მეუფე პეტრე არის “ნაციონალი” ალბათ გახსოვთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურათი ეკიდა, – ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

“სამეგრელოში ყველამ იცის, რომ ახალაიებს ემსახურება. ამდენი ხანია იქ არის, გადასარევად გრძნობს თავს, მათი ხელშეწყობით ყველაფერს განაგებს და ახლა მოთხოვეს ახალაიებმა, მისმა ,,კეთილისმყოფელებმა“ სანაცვლო სამსახური. ოღონდ აირიოს, დაიქცეს ეს ქვეყანა, ოღონდ ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველაფერს კადრულობენ.
თუ გახსოვთ ბასიანის ამბები, ორ ხმაში მოთქვამდა გვარამია და კვესიტაძე, რომ როგორ მოღალატეები აღმოჩნდნენ ვინც ხელმძღვანელობდა იმ აქციებს და რას ქვია შეწყვიტეს და ბოლომდე არ მიიყვანეს საქმეო. იგივე განმეორდა, როცა სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათ და პარლამენტში შევარდნა. ახლა საეკლესიო გზით სცადეს, არ აყვა არავინ საბედნიეროდ პეტრეს. პეტრე არის ნაციონალი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, სააკაშვილის სურათი ეკიდა, სააკაშვილის და განსაკუთრებით ახალაიების მეხოტბე იყო მთელი თავისი ცხოვრება. პეტრეს ერთი განცხადება გაიხსენოს ვინმემ, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და როცა საშინელება ტრიალებდა, მისი პროტესტი თუ გაუგია ვინმეს? – განაცხადა გიორგი ოთხმეზური.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად