ოთხი საბავშვო ბაღის პედაგოგებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე ხუჯაძის ინიციატივით, მის სამაჟორიტარო ოლქში არებულ საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

ოთხი სხვადასხვა ბაღის 100–მდე პედაგოგს სრული ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. მასწავლებლებმა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოქირურგის და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია მიიღეს.

„ეს რიგით მესამე აქციაა, რომელიც ნაძალადევის რაიონში ჩატარდა. მსგავსი ტიპის ღონისძიებების მიზეზი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მაღალი მომართვიანობაა. ჩვენ გადავწყვიტეთ მომავალშიც დავგეგმოთ მსგავსი ტიპის აქციები.დღეს კონსულტაცია გაეწიათ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში არსებული საბავშვო ბაღების თანამშრომლებს“,- განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.

აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი “გასტროენტეროლოგი” და ორგანიზაცია “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის” ექიმები და თანამშრომლებმა მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად