ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან ნახევარფინალიდან ფინალში ვერცერთი ვერ გავიდა

პრაღაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეს ტატამზე 90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ.

წარუმატებლად იასპარეზეს ნახევარფინალში გასულმა ქართველმა ძიუდოისტებმა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი იპონით დამარცხდა სერბ ნემანია მაიდოვთან და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. მას მეტოქეობას ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი გაუწევს.

-100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა შეხვედრის მიწურულს გაუშვა ვაზარი ისრაელელ პეტერ პალჩიკთან შეხვედრაში, დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას შეხვდება.

+100 კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილი ტამერლან ბაშაევთან (რუსეთი) დამარცხდა იპონით, გურამ თუშიშვილი კი, ასევე იპონით, ინალ ტასოევთან (რუსეთი). ბრინჯაოს მედლისთვის ლევან მატიაშვილი ავსტრიელ შტეპან ჰეგის შეხვდება, გურამ თუშიშვილი კი ჩეხ ლუკას კრპალეკს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად