ოთხი ქართველი ძალოსნის ექვსი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი რომიდან

დღეს იტალიაში დასრულდა ასპარეზობა ძალოსანთა მსოფლიო თასზე.

+109კგ წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების რომში წარგზავნილი მეოთხე წევრი, ზედიზედ ორგზის (2017-2018 წლები) მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი და ზედიზედ ოთხგზის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდში მსოფლიო რეკორდების მფლობელი, ლაშა ტალახაძე (+107კგ) გამოვიდა.
 
ატაცში ლაშამ 215კგ დასძლია და პირველი მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში ლაშამ 255კგ-ით (235კგ, 245კგ, 255კგ) აიღო მეორე მცირე ოქროს მედალი. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 48კგ-ით მეტი ასწია, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა რუსმა ანტონი სავჩუკმა და მესამე, დიდი ოქროს მედალი მოიპოვა
 
ამრიგად, რომის ფიცარნაგზე ოთხი ქართველი ძალოსანის ანგარიშზეა ექვსი ოქროს (96კგ, ანტონ პლესნოი, ატაცი, აკვრა, ორჭიდი და +109კგ, ლაშა ტალახაძე, ატაცი, აკვრა, ორჭიდი ), სამი ვერცხლის (61კგ, შოთა მიშველაძე, ატაცი, აკვრა, ორჭიდი) და ორი ბრინჯაოს (67კგ, გოგა ჩხეიძე, აკვრა, ორჭიდი) მედალი.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად