ოთარაშვილი მაჭუტაძეს: წესიერად ილაპარაკე! ჩანასახში არ იყავი მე რომ ვიბრძოდი!

“ვინ არ ამოიღო ხმა?! შენ ჩანასახში არ იყავი მე რომ მაშინ ვიბრძოლე”,-ასე მიმართა საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტის წევრმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრს ნიკა მაჭუტაძეს გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში”, სადაც მათ შორის მწვავე დებატები გაიმართა.

“ზოგზოგიერთები ყინჩად რომ ლაპარაკობენ, 2003 წლამდეც არ ყოფილა არანაირი სამართლიანობა. და როდესაც თქვენ, ბატონო ვაჟა, თქვენს ზოგიერთ ლექსში, რომელიც მე ძალიან მომწონს, როგორც პოეტს მაინც პატივს გცემთ. იყავით იმ სამარცხვინო პარლამენტში 1992 წელს. იმ პერიოდში ზუსტად, როდესაც იხვრიტებოდა მიტინგები.

ადამიანები პირდაპირ ქუჩებში იხვრიტებოდნენ, კანონიერი ხელისუფლების მომხრეები, მაშინაც უნდა ამოგეღო ხმა. თქვენ, არავითარი მორალური უფლება არ გაქვთ იმის შესახებ რომ რომელიმე პოლიტიკურ გუდს წამოაძახოთ რამე. რა გინდოდათ იმ არაკანონიერ პარლამენტში?!”,-ამ კითხვით მიმართა მაჭუტაძემ ოთარაშვილს რაზაეც მან განაცხადა:

“მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, სხვათაშორის ყვეალზე მრაალპარტიული პარლამენტი იყო. ერთ-ერთი დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი იყო. პირი გამოირეცხეთ როცა ჩემზე ლაპარაკობთ. წესიერად ილაპარაკე ვის აყენებ შეურაცხყოფას?!”,-უპასუხა ვაშა ოთარაშვილმა.

ნიკა მაჭუტაძემ ვაჟა ოთარაშვილს ჰკითხა თუ რატომ არ იღებდა ხმას მაშინ, როდესაც ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ, რაზეც ოთარაშვილმა მიუგო:

“ვინ არ ამოიღო ხმა?! შენ ჩანასახში არ იყავი მე რომ მაშინ ვიბრძოლე. ვინ არ იღებდა ხმას?! წაკითხული გაქვს ჩემი ან წიგნი, ან ინტერვიუ?!”-უპასუხა ვაჟა ოთარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად