ოთარ ხარჩილავა:გამგებელმა ჩემი გვერდების “დამლაიქებლებს” “ანლაიქების” გაკეთება მოსთხოვა

ფოთში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე განცხადებას აკეთებენ.მათი განმარტებით წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს,რადგან მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურს იყენებს.

ასევე ისინი საარჩევნო სიებში შეტანილი მისამართების უზუსტობაზე საუბრობენ. „საუბნო კომისიები ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებითა და საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული,ასევე „ქართული ოცნება“ საჯარო რესურს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს.

სოციალური დახმარებები მხოლოდ იმ ადამიანებზე გაიცემა, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები არიან.ასევე ხარვეზებია სიებში, არ არსებული მისამართებია დაფიქსირებული,რაც ყოვლად დაუშვებელია“ _ განაცხადა გიგა გვასალიამ ( „ევროპული საქართველო“).

„დემოკრატიული მოძაობა – ერთიანი საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატის ,ოთარ ხარჩილავას თქმით,საჯარო მოხელეებზე მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს:

“ქალაქის მერმა ბოლო თათბირზე მკაცრი გაფრთხილება მისცა იმ ადამიანებს,რომლებსაც სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი ჰქონდათ მოწონებული.მათ „ანლაიქების“ დაფიქსირება მოსთხოვა,წინაააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებული თანამდებობიდან მოხსნით დაემუქრა.“

„გარეგნულად ჩანს თითქოს ქალაქში სიწყნარეა, მაგრამ ამ სიმშვიდის უკან ვერაგული დამოკიდებულება იმალება .არჩევნების გასაყალბებლად რომ ემზადებიან ამას ცხადყოფს ის ფაქტი,რომ სიებში ამომრჩეველთა მისამართები არეულადაა შეტანილი.21 ოქტომბერს გაყალბების თუნდაც ერთი ფაქტი რომ დაფიქსირდეს, ჩათვალეთ არჩევნები ბათილად გამოცხადდება“_ აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ („ ნაციონალური მოძრაობა“).

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად