ოთარ ხარჩილავა ფოთში კულტურის სამსახურის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა

მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი პოლიტიკური ძალიან დიდი გამოცდილება მშობლიური ქალაქის პროგრესს მოვახმარო – ეს განცხადება „აიპრესთან“ კულტურის ძეგლთა დაცვის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ახლმა თანაშემწემ ოთარ ხარჩილავამ გააკეთა.

როგორც ის ამბობს აღნიშნული თანამდებობა ქალაქის მერმა შესთავაზა და დაგეგმილი აქვს ამ სფეროში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდოს.
“რა თქმა უნდა ქალაქის მერისგან იყო შემოთავაზება, ასევე ჩემი მხრიდან იყო დასმული შესაბამისი კითხვები, თუ რა მდგომარეობაში იყო არსებული სფერო, რა იყო საჭირო იმისათვის, რომ მომხდარიყო მოწესრიგება, უფრო მეტ შედეგზე ყოფილიყო ორიენტირი გაკეთებული. მომეცემოდა თუ არა საშუალება იმისა, რომ ჩვენ სამსახურში შემომავალი აიპების რეორგანიზაცია მომხდარიყო, რაც შეიძლებოდა მეტი ახლგაზრდის ჩართულობა ყოფილიყო, როგორც კულტურულ ასევე სპორტულ და საგანმანათლებლო სივრცეში ქალაქის მასშტაბით და ამ ყველაფრის ფონზე მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, დღეს თანაქალაქელები იმაზე უფრო მეტად სჭირდება ფოთს, როგორც არასდროს, რადგან ჩვენი ქალაქი თითქმის დაიცალა ახალგაზრდებისგან. გადავწყვიტე, ჩემი პოლიტიკური ძალიან დიდი გამოცდილება, ჩემი მოღვაწეობა თვითმმართველობაში, როგორც მერის თანაშემწის 2013 წელს სპორტისა და კულტურის საკითხებში, ასევე ორი მოწვევის საკრებულოში, მომეხმარა ჩემი ქალაქის პროგრესისათვის და მისი უკეთესი მომავლისათვის“ – განაცხადა კუტურის ძეგლთა დაცვის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანაშემწემ ოთარ ხარჩილავამ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად