ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა: მალე მოვერევით, მასთან ერთად “ქოცური” ვირუსიც დაგვემარცხებინოს

“ევროპული საქართველოს” წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ მკურნალობს ქუთაისიში, თვითიზოლაციის პირობებში.

“მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით.
თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.
ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.
ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.
ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს”- წერს ოთარ კახიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად