ოთარ კახიძე: ვერც ერთი რეგულაცია კორონავირუსისგან 100%-იან დაცვას ვერ განაპირობებს, ეს მხოლოდ რისკებს ამცირებს

ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტვ,,პირველის” ეთერში განაცხადა. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას ბინაზე გადის.

,,ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს ემატება სახსრების, ზურგისა და წელის ტკივილი. ყველა თვითიზოლაციაშია, ვისთან ერთადაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით მე და ქუთაისის მერობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე. ვირუსი ამირანსაც დაუდასტურა.

ვერც ერთი რეგულაცია 100%-იან დაცვას ვერ განაპირობებს, ეს მხოლოდ რისკებს ამცირებს, ამიტომ აიცილებელია ყველამ ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია.”-განაცხადა კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად