საკანონმდებლო შენობა პიკეტირებული იქნება მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
“სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაინაწილეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ ნაწილს გავამაგრებთ. სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები იქამდე გაგრძელდება. ჩვენი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელიც უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, ეს მთავრობა უნდა გადადგეს”-განუცხადა “აიპრესს” “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძე