A1 ბანერი

ოთარ კახიძე უმრავლესობას: შალვა შავგულიძე როგორც არჩევნებზე, ასევე მორალურადაც დაგამარცხებთ

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ საპარლამენტო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მოსთხოვა, გააკეთოს განმარტება, მხარს უჭერს თუ არა, მათი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავეა არა მურუსიძე, არამედ ადვოკატი შალვა შავგულიძე.

“თქვენმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ვრცელი ინტერვიუთი სხვადასხვა გზავნილები და მარგალიტები შემოგვთავაზა, მაგრამ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა გამორჩეულმა გამონათქვამმა. მან განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. ივანიშვილის განცხადებით, თურმე, სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე ყოფილა მისი ადვოკატი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაამარცხა მაშინდელი ხელისუფლება და ივანიშვილი თვითონ მოგვევლინა პირდაპირ ადვოკატად ლევან მურუსიძის, რომელიც უზენაეს სასამართლოში განიხილავდა გირგვლიანის საქმეს და რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო გარანტირებული აღნიშნულ საქმეში”-განაცხადა ოთარ კახიძემ.

​ოთარ კახიძის შეფასებით, ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა. ეს ნიშნავს რომ არანაირი მორალური ღირებულებები არსებობს და არის ცალსახა ფარისევლობის ზეიმი, როდესაც ივანიშვილისთვის, თურმე, ის საკითხები, რომელზეც კაპიტალიზებას ახდენდა ამდენი წლის განმავლობაში, თურმე, არაფერს არ ნიშნავს და მისთვის ერთადერთი ღირებულება არის სასამართლოს გაკონტროლება და მურუსიძე სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ როგორც მაშინ ასრულებდა წინა ხელისუფლების დაკვეთებს, ისე შეასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს. შალვა შავგულიძე კი არის სიმბოლო სწორედ სიმართლისთვის ბრძოლის, პრინციპულობის და სამართლიანობის და სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენც როგორც არჩევნებზე, ის მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში”-განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...