ოთარ კახიძე: “საზმაუს” დირექტორის გადაწყვეტილებით, ტელევიზიების საქმიანოაბს ხელი ეშლება

"ჟურნალისტები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის გადაწყვეტილებით სერიოზულად შეშფოთებულები არიან. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი პარლამენტის საქმიანობაში. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში და მიიღოს ინფორმცია იქიდან, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. და არა ის, რასაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადაწყვეტს",- ამის შესახებ ფრაქცია "ერვოპული საქართველოს" წევრმა პარლამენტში, ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის განმარტებით, ტელევიზიებს ვასილ მაღლაფერიძის გადაწყევტილებით ეზღუდებათ არჩევნის უფლება კომიტეტების გაშუქების საკითხში, რაც არასწორი და უკან გადადგმული ნაბიჯია.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემდა ლაივ სტრიმს ყველა ტელევიზიას და თავად ტელევიზია ირჩევდა, რომელ კომიტეტს გააშუქებდა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან "მეორე არხზე" რაც გავა მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ ეს ტელევიზიები. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყველა სხვა კერძო ტელევიზიას გადასცემს ერთიან ლაივ სტრიმს. სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროდან ეს არის ე.წ შავი ლაივ სტრიმი, რომელიც შეიქმნა ტელევიზიების საერთო რესურესებით. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთ დროს მიმდინარეობდეს რამდენიმე კომიტეტის სხდომა. 

ისედაც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდება "ჯი დი ეს"-დან გუნდის "საზმაუში" გადასვლა გადაცემების დახურვაზეა საუბარი ანუ ისედაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია და ჩვენ პარლამენტარებმა არ უნდა დავუშვათ ის რომ უკან გადავდგათ ნაბიჯი, სხვადასხვა ღონისძიების გაშუქების მიმართულებით",- აღნიშნა კახიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად