ოთარ კახიძე მერაბიშვილზე: სამართალი იზეიმებს, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით სამართალი აუცილებლად აღდგება.

კახიძემ ახალციხეში შეკრებილ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს მიაწოდა ინფორმაცია:

"მინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი, ვიცი რომ ვანო მერაბიშვილი თვალს ადევნებს ამ რეპორტაჟს და მინდა მას ვუთხრა, ვანო, შენი მშობლიური კუთხიდან, შენს მიერ აშენებული რაბათის წინ, შენი მშობლების ნათესავების თანამებრძოლების გვერდიტ ვდგვარ და გამცნობთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 14 ივნისს გამოაცხადებს.

მე დიდხანს ველოდი ამ დღეს. მოგეხენებათ გამოთქმა სამართალი ურმით დადისო და მინდა ვუთხრა ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.", – განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალციხეში დღეს ახალციხის მაჟორიტარის კანდიდატი ვაჟა ჩიტიშვილი წარადგინა.

შეგახსნენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლო ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროსასამართლო საქმეზე ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ განცხადებას 14 ივნისს გამოქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...