ოთარ კახიძე ლაშა ცუცქირიძეზე: თუ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება, ეს იქნება დასტური, რომ თავდასხმის უკან “ქართული ოცნება” დგას

 “ევროპული საქართველოს”  მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ცუცქირიძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება  დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს. 

როგორც ოთარ კახიძემ დღევანდელ  ბრიფინგზე განაცხადა, თუ მომხდარზე სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თავდასხმის უკან “ქართული ოცნება” დგას.

“ხელისუფლება წლების განმავლობაში ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ეს ყველაფერი ქმნის უაღრესად სახიფათო, ძალადობრივ ფონს წინასაარჩევნოდ, რაც არის არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული და თავისთავად დასაგმობი ქმედება, არამედ მთლიანად საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საზოგადოებაში.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი დასტური, რომ თავდამსხმელთა უკან დგას “ქართული ოცნება”, – განაცხადა ოთარ კახიძემ

მისივე თქმით, დღემდე გამოუძიებელია გასულ წლებში მომხდარი სისხლის სამართლის საქმეები .

“დღემდე დაუსჯელნი არიან 2013 წელს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ჯგუფურად მოძალადე პირები და მათი ხელმძღვანელები; დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ჯგუფური თავდასხმის ჩამდენები და ორგანიზატორები, კორცხელში ხელისუფლების წარგზავნილ ზონდერთა ჯგუფი და მათი კურატორები, ახალქალაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელთა ჯგუფი, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე აეროპორტში თავდამსხმელი ზონდერები და აღნიშნული თავდასხმის დამკვეთები და ა.შ.” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, იოსებიძის ქუჩაზე ენმ-ის წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები გუშინ დაესხნენ თავს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად