ოთარ კახიძე: ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება და ეს ყველაფერი გაფორმდება მეორე ტურების შემდგომ

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთო კახიძის განცხადებით,  პროდასავლური ოპოზიცია უპირატესობითაა წარმოდგენელი და იქნება პროდასავლური კოალიციაც, ეს ყველაფერი კი, მეორე ტურების შემდეგ გაფორმდება. 

“პროდასავლურ ოპოზიციას აქვს დიდი უპირატესობა ხელისუფლებასთან და ხელისუფლება ჩვენი პროგნოზით და მონაცემებით იქნება პროდასავლური ევროპული კოალიცია, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება და ეს ყველაფერი გაფორმდება მეორე ტურების შემდგომ.” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძემ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემები დაასახელა:

ქართული ოცნება –  40%,

ნაციონალური მოძრაობა – 28%

ევვროპული საქართველო – 9%

სტრატეგია აღმაშენებელი – 4%

ლელო – 4%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად