ოთარ კახიძე: ივანიშვილის მავნებლური პოლიტიკის გამო ლარი უფასურდება და ჩვენ უკან მივდივართ

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს და თან ლარის გაუფასურების სტატისტიკას აქვეყნებს 2012 წლიდან დღემდე.

“ლარის კურსი 2012 წელს იყო 1.65 და ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში ასე უფასურდებოდა:

2013 – 1.73 (პიკი)

2014 – 1.86, (პიკი – 1.95)

2015 – 2.39, (პიკი – 2.44)

2016 – 2.64, (პიკი – 2.77)

2017 – 2.59, (პიკი – 2.76)

2018 – 2.67, (პიკი – 2.76)

2019 – 2.93 (პიკი ჯერ არ ვიცით)

მიზეზებად ხელისუფლება ასახელებდა: ოპოზიციას, საგარეო შოკებს, გიორგი ქადაგიძეს, ოპოზიციის მიერ შექმნილ მოლოდინებს, დოლარის გამყარებას, იმას, რომ მოსახლეობას ბანკირები არ ჰყავდა დაქირავებული და ისევ ოპოზიციას – მოკლედ, ყველას და ყველაფერს, საკუთარი თავის გარდა.

სინამდვილეში ლარი უფასურდება, რადგან ქვეყანაში არ შემოდის საკმარისი რაოდენობით სიმდიდრე.

სიმდიდრე შემოდის, როდესაც:

ა) გარეთ ვყიდით ჩვენთან წარმოებულ პროდუქციას და;
ბ) უცხოელი ინვესტორები ჩამოდიან და აბანდებენ ფულს;
გ) ტურისტები ჩამოდიან და ხარჯავენ ფულს;
დ) ადამიანები გარედან რიცხავენ ფულს საქართველოში.

როცა ინვესტიციებს ვერ იზიდავენ, ხოლო მოზიდულს ბარიერებს უქმნიან, როცა გარეთ ვერ ყიდიან საკმარის პროდუქციას და ეკონომიკა ვერ იზრდება, როცა ადამიანებს ახალ რეგულაციებს უგონებენ – მივდივართ უკან.

ლარი უფასურდება და ჩვენ უკან მივდივართ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის გამო.

ეს არის სიმართლე”, – წერს ოთარ კახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...